ლანა გალდავა - რუსეთიდან შესულმა ტურისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ეპიდემიოლოგური სიტუაცია გააუარესეს

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ლანა გალდავას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან შესულმა ტურისტებმა იქ არსებული ეპიდემიოლოგური სიტუაცია გააუარესეს, რაც დაავადებულთა რიცხვის ზრდაში გამოიხატება.

„ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შესულმა ტურისტულმა ნაკადმა საგრძნობლად გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, საგანგაშოდ იმატა დაავადებულთა რიცხვმა. ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და პერსონალი ვერ უმკლავდება ვირუსულ აფეთქებას. დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს მოხალისეობისკენ მოუწოდებს. დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ვირუსის გავრცელების ძალიან მძიმე სურათს და ეპიდაფეთქების საფრთხეს”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ინფიცირებული პირებისთვის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მდებარე საავადმყოფო უნდა გამოიყენონ. ამავდროულად, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში მედპერსონალიც უნდა გადამზადდეს.

„კიდევ ერთხელ ვახსენებთ მოქმედ ხელისუფლებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მათზე იზრუნოს.საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება ფსოუმდე და როკის გვირაბამდე. დღევანდელ დღეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია,ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და საქართველოს ხელისუფლებას მართებს როგორც აფხაზურ, ასევე ოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ვალდებულება,”-აცხადებს გალდავა.

“ლელოს” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გია ბარამიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ჟენევის ფორმატის ფარგლებში აღდგეს შეხვედრები გალის რაიონში, რომელიც ინციდენტებზე პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებას ემსახურებოდა.

მისი თქმით, დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მსგავსი, მრავალმხრივი ფორმატი ხელს შეუწყობს ეფექტურად გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც დგას აფხაზი მოსახლეობის წინაშე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა