თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავარდა. მანქანაში მყოფი ოთხი მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.