ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა. მაშველებმა სპეციალური საბაგირო მაგისტრალით კიდევ ერთ მოწყვეტილ დასახლებაში მცხოვრებთა საჭირო ნივთებით მომარაგება შეძლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტიქიის ადგილზე რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა.

„მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგეს. მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა დროულად მოხერხდეს დანარჩენ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა,მანამდე კი მოსახლეობა შემოვლითი საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობს.

მაშველებმა დაზიანებულ ხიდთან ბაგირი გააბეს და ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებში გადაჰყავთ“, - ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა