ქუთაისის ლაბორატორიაში  შესწავლილი 1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში შესწავლილი 1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ისინი ე.წ. ლენჯერის კლასტერიდან არიან.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდა, ასევე გამოიკვლიეს სვანეთიდან გადმოგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები.

გიორგიძის ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. მათ ცხელების ცენტრს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავად მიმართეს.

იხილეთ ვიდეო:ქუთაისის ლაბორატორიაში შესწავლილი 1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორინავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა