ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად გრიბოედოვისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველი ძლიერი წვიმისას ნალექი საცხოვრებელ სახლებში აღწევს, რის გამოც ბათუმის მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვენ.

როგორც შპს „ბათუმის წყალში" განაცხადეს, აღნიშნულ ლოკაციაზე მათი თანამშრომლები იმყოფებიან და ასევე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბათუმში დილიდან წვიმს, ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა