ბათუმის მერია - საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური, მობილიზებულია „ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა