ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო  გზაზე, ძლიერი ნალექის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მგზავრები აცხადებენ, მათ გადაადგილება უჭირთ, რადგან უხვი ნალექის გამო გზაზე საცობებია.

ცნობისთვის, დილიდან ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ცალკეული ქუჩები დაიტბორა, ასევე ნალექი საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც შევიდა და საყოფაცხოვრებლო ნივთები დააზიანა.

თავის მხრივ, შპს „ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ყველა შემთხვების ადგილზე მობილიზებული არიან. მათივე თქმით, ისინი არხებისა და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

რაც შეეხება სამაშველო სამსახურს, უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მხრიდან დახმარების თაობაზე, 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო:ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა