„ბათუმის წყალი“ - ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა

ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

„სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა