ანონსი 24 აგვისტო

24 აგვისტოს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
24 აგვისტოს, 11:00 საათზე, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ზეხმელ და ავარიულ ხეებს მოჭრის. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ნოზაძე დაესწრება.
მის: ძველი იპოდრომის ტერიტორია
საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე - 551 51 55 99
24 აგვისტოს, 12:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე გამართავს ბრიფინგს.
თემა: ხელისუფლების უპასუხისმგებლობა საგზაო უსაფრთხოებაზე
მის: კოსტავას ქ. N19
საკონტაქტო: 599437 403
24 აგვისტოს, 13:00 საათზე, ადვოკატები სოსო ბარათაშვილი და მარიამ ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მიმდინარე კვირაში დისტანციურად გაიმართება და განიხილავს შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა - ლიცეუმის“ ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხს.
მის: მთაწმინდა შეს. 7ა. ბ 5. კომპანია „პროცესი“
საკონტაქტო: ნანა ყანჩაველი (სკოლის დირექტორი) 557346343. მარიამ ჩიქოვანი (ადვოკატი): 577111903
24 აგვისტოს, 18:15 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოძრაობა „შემახე ამნისტია“, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს.

























