აჭარის მთავრობა - ბათუმში შესვლა და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი

ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

რაც შეეხება გასასვლელ გზას, უკვე დაიწყო ეტაპობრივად ტრანსპორტის გადაადგილება.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება.

შეგახსენებთ, ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა