„საქართველოს რკინიგზა“ - ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, რის გამოც თბილისის მიმართულებით მატარებელი 20:00 საათზე დაიძრება

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 19:05 საათის ნაცვლად 20:00 საათზე დაიძრება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს რკინიგზა“ ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბათუმში დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებულია ქალაქში გადაადგილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა