ადვოკატი - გარკვეული პირები უნდა დაიკითხონ, ესენი ახალი პერსონები არიან, რომლებიც სულ სხვა სურათს წარმოაჩენენ თამუნა ბაჩალიაშვილთან მიმართებით

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი პერსონები უნდა დაიკითხონ, რომელთა ჩვენება საქმისთვის მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურასთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში საქმისთვის ახალი ჩვენებების დართვის მიზნით მივიდა.

„მოგეხსენებათ, ჩემს მიერ მოხდა გარკვეული პირების დაკითხვა, თამუნას ყოფილი კლასელების. გარკვეულმა პირებმა თქვეს, რომ თამუნას თურმე ოდესღაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და ჩემ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ამდაგვარ ქმედებებს არასდროს ადგილი არ ჰქონია და ეს ჩვენებები უნდა დავურთო საქმეს. ამ პირების გამოკითხვა უნდა მოხდეს, გარკვეული პირები უნდა დაიკითხონ, ესენი ახალი პერსონები არიან, რომლებიც აბსოლუტურად რადიკალურად სულ სხვა სურათს წარმოაჩენენ თამუნასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ამ ბავშვს არასდროს ჰქონია ამდაგვარი ქმედებები, არასდროს მის ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია მსგავს ქმედებებს. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ეს არის გარკვეულწილად დისკრედიტაცია როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის საზოგადოების თვალში, რომ წარმოჩნდნენ არაჯანსაღად", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა