სერგეი ლავროვი - ბელარუსში სიტუაცია ნორმალიზდება, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ და უკრაინის სცენარი სურთ

ბელარუსში სიტუაცია ნორმალიზდება, მაგრამ ეს ყველას არ მოსწონს და არიან ისეთები, რომლებსაც სურთ, მოვლენების განვითარების ეს მშვიდობიანი ტენდენცია უკრაინის სცენარად გადაიქცეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსი ხალხი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ მოაგვაროს სიტუაცია.

„ჩვენი მიდგომა ძალიამ მარტივია: ეს ბელარუსის შიდა საქმეა. ბელარუსი ხალხი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ მოაგვაროს ეს სიტუაცია. მთავარია, არეულობის გარედან პროვოცირება არ მოხდეს,“ - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მოსკოვი დიალოგთან დაკავშირებით ბელარუსი ლიდერების არანაირი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავა.

„ჩვენ არანაირი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავალთ, რასაც ბელარუსის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით მიიღებს, მაგრამ როდესაც დასავლეთი აცხადებს, რომ მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების შუამავლობა იქნება ეფექტური, ყველას, რა თქმა უნდა, ახსენდება, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი უკრაინაში,“ - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციის მონაწილეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დაწყების დღიდან სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს. პროტესტს სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა