შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი - ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულოა, მის მიმართ პატიმრობის გამოყენება სამართალთან შეუთავსებელია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მოჭიდავის გიგა ტატიაშვილის ადვოკატის გიორგი ყიფშიძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.

ადვოკატის განცხადებით, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის მიმართ რაიმე ტიპის ღონისძიების გამოყენება სამართალთან შეუთავსებელია.

,,ჩვენ შუამდგომლობის დაყენებას არ ვაპირებთ. პირველივე სხდომაზე კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება. ადამიანი რომელიც არის აბსოლუტურად უდანაშაულო, მის მიმართ რაიმე ტიპის ღონისძიების გამოყენება სამართალთან შეუთავსებელია. ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და იქნება მანამ, სანამ გიგა ტატიაშვილი არ დატოვებს საპატიმროს. დღეს არაფერს არ ველოდები, უბრალოდ ვალდებულებიდან გამომდინარე ჩამოვედი. მიმაჩნია, რომ სასამართლო აკეთებს იმას, რაც წინასწარი სცენარით არის დაწერილი,” - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა