სავაჭრო პალატამ რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრენინგი დაიწყო

სავაჭრო პალატამ რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრენინგი დაიწყო და დღეს ქუთაისში იმართება, ხოლო 25 აგვისტოს ზუგდიდში ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ტრენინგი განკუთვნილია, როგორც ფიზიკური პირებისათვის/მცირე მეწარმეებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის. ბიზნეს სექტორისთვის ჩატარდება ორი დამოუკიდებელი სესია. მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სფეროში არსებულ სიახლეების, ასევე მეწარმეთა მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის გარდა, დასვან სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი.

მათივე ცნობით, ტრენინგს სავაჭრო პალატის მიერ მოწვეული საგადასახადო ექსპერტი ლაშა კობერიძე გაუძღვება, რომელიც ასევე არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. იგი 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის გუნდის წევრია და აქტიურად არის ჩართული საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებში.

სავაჭრო პალატა ტრენინგების ჩატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა