ნათესავების ინფორმაციით, 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამა შვილზე ძალადობდა, ბოლო ორი დღე კი ბიჭი ჩაკეტილი ჰყავდა

ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, - ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები აცხადებენ.

ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, კაცი შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბოლო ორი დღე კი 11 წლის მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - ის მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.

"საშინელი კაცი იყო. გოგოებზეც ძალადობდა. ბოლო ორი დღე ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი, გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო", -განაცხადა ბავშვის დეიდამ, ია ბოგვერაძემ.

კითხვაზე, თუ კი იცოდნენ, ძალადობის შესახებ, რა მოიმოქმედეს და რატომ არ დაუძახეს პატრულს, ნათესავები აცხადებენ, რომ მათ მამაკაცთან კონფლიქტი ჰქონდათ და მის სახლში მისვლას ვერ ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს. ნათესავებისგან განსხვავებით, მეზობლები აცხადებენ, რომ მამას 11 წლის შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ძალადობის შესახებ არ სმენიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა