შალვა კერესელიძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ავარიის შედეგად დაშავებულთა გადასარჩენად

მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს შატილში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულთა გადასარჩენად. კერესელიძე გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კერესელიძის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შალვა კერესელიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად იმუშავეს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება და ისინი უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდებიან“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა