ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ყველა ოჯახი, რომელიც  სტიქიის გამო დაზარალდა, კომპენსაციას მიიღებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ოჯახი, რომელიც სტიქიის გამო დაზარალდა, მერიის შესაბამისი კომისიის მსჯელობის საფუძველზე მიიღებს კომპენსაციას.

„ამ დღეებში განვითარებულმა სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საავტომობილო გზებზე გადაადგილება და შექმნა გარკვეული ტიპის დისკომფორტი. მერიის ყველა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას. დღეის მდგომარეობით, სტიქიის შედეგად 30-მდე მისამრთი დაიტბორა. შემოერთებულ ტერიტორიებზე მეწყრული პროცესი 11-მდე ადგილზე განვითარდა. ერთ მისამართზე სახურავი, ხოლო ერთ-ერთ შენობაში კონსტრუქცია ჩამოინგრა. 4 ადამიანი დროებით გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალდა სტიქიის გამო, მერიის შესაბამისი კომისიის მსჯელობის საფუძველზე მიიღებს კომპენსაციას. რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდა შეფერხება ავტომაგისტრალზე. თუმცა, გუშინ საღამოსვე ორმხრივი მოძრაობა სწრაფადვე აღდგა. ამ ეტაპისათვის შეფერხება გზებზე გადაადგილების ნაწილში არ არსებობს. დილიდანვე დაიწყო ბათუმის ქუჩების მორეცხვითი და დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად, დასუფთავებითი ღონისძიებები სანაპირო ზოლში მიმდინარეობს“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აღნიშნულ განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო