იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელ და დაავადებულ ხეებს მოჭრის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები 25 აგვისტოდან დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, განხორციელდება მცენარეების ფორმირებისა და მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ რეკრეციულ სივრცეს ყოველდღიურად სტუმრობენ, მეტი კომფორტი შეექმნათ.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დღის განმავლობაში, იპოდრომის ყოფილ ტეროტირიაზე უამრავი მოქალაქე გადაადგილდება. ზეხმელი და ხმობადი ხეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება კი ავარიული მდგომარეობის საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს.

მათივე ინფორმაციით, მერიის პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად, ტერიტორიაზე ახალი ნარგავები გაშენდება.

მერიაში აცხადებენ, რომ სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა