ეკა ლალიაშვილი - დროა, პრემიერი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება.

მისივე თქმით, შატილის ტრაგედიამ მკაფიოდ დაგვანახა თუ რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი ვინც გადაადგილდება ტურისტულ ზონებში თუ სხვა გზებზე.

„წლებია ვსაუბრობთ, რომ ყოველწლიურად გვეღუპება 500-მდე ადამიანი და 8 000-მდე პირი იღებს დაზიანებას და ამ მსხვერპლის დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გენოფონდს წარმოადგენენ. საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საგზაო შემთხვევებში მსხვერპლის შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ჩართულობა. საგზაო უსაფრთხოება მეტად კომპლექსური საკითხია და საჭიროებს უწყებათაშორის ეფექტურ, მიზანმიმართულ, შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. ბოლო თვეებში „კოვიდ19“-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძებებმა დაგვანახა, რომ თუ პოლიტიკური ნება არსებობს სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია! საქართველოში ბოლო 6 თვეში „კოვიდ 19“-ით 17 ადამიანი დაიღუპა, საგზაო შემთხვევებში კი მხოლოდ ერთ თვეში გვეღუპება საშუალოდ 40 ადამიანი. მეტი ძალისხმევა რომ მოხმარდეს საგზაო შემთხვევებთან ბრძოლას, ასობით ადამიანს გადავარჩენთ გზებზე დაღუპვისგან. დროა, პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში