„მეც ვიმსახურებ თავისუფლებას", „ამნისტიის დროა", „შემახე ამნისტია" - ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

„მეც ვიმსახურებ თავისუფლებას", „ამნისტიის დროა", „შემახე ამნისტია", - ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან პატიმრების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. დაკავებულების ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ დაუყოვნებლივ საყოველთაო ამნისტია უნდა გამოცხადდეს, რადგან პატიმართა ნაწილი ნაკლებად მძიმე კატეგორიას წარმოადგენს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სპეციალური კანონპროექტი მოამზადეს, რომელსაც პარლამენტში შეიტანენ. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტისგან კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება.

„მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, პარლამენტის სპიკერს, დღევანდელ ჩვენ მთავრობას, ვისაც ქართველი ხალხის ბედი აწუხებს, გთხოვთ ამნისტიას. ჩემი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ შენახვა-მოხმარების მუხლითაა დაკავებული, როცა მხოლოდ მომხმარებელი იყო. ექვსი წელი მიუსაჯეს. სამი წელია იხდის სასჯელს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მზევინარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა