მსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ჰონგ კონგელი მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდ-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს.

მათი ცნობით, 33 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით პირველად ოთხნახევარი თვის წინ დაინფიცირდა, ვირუსი მეორედ დაუდასტურდა.

BBC-ი წერს, რომ ეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში.

პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე 14 დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო ხელმეორედ დაინფიცირების დროს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ პაციენტზე დაყრდნობით დასკვნა არ უნდა გაკეთდეს. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულ ადამიანს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი უყალიბდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ძლიერია ეს იმუნიტეტი, ან რამდენ ხანს ნარჩუნდება.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა