საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისგან სამძიმრის წერილი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს

მათივე ცნობით, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები კონგრესის სახელით თანაგრძნობას გამოხატავენ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებენ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს.

„საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ისრაელში და მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველი ებრაელები უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. შეძრწუნებულები ვართ მომხდარი უბედური შემთხვევის მასშტაბით და ამ გლოვის ჟამს გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატოთ მოძმე ქართველი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და გამგეობის წევრები დავით ბააზოვი, მერაბ სარელი და ლევან მიხაელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა