ლევან რატიანი - ავარიისას დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მძიმეა, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მძიმეა, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

“ერთ პაციენტთან, იცით, რომ იყო ნაწლავის გახეთქვა, გაიკერა ნაწლავი. ამ ეტაპამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ უარყოფით დინამიკა მუცლის მხრივ, არ ვლინდება.

ჯერჯერობით პერესტალტიკა არ არის აღდგენილი, მაგრამ მას სჭირდება დრო. ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზას, რაც ამ პაციენტებმა უნდა გაიარონ გამოჯანმრთლების პირობებში ბეწვის ხიდზე, რა თქმა უნდა, ალბათ, წარმატებით გავივლით მათთან ერთად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:ახალი ინფორმაცია შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს