ზუგდიდში, სავაჭრო პალატა რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრეინინგს მართავს

ზუგდიდის ტექნოპარკში რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრეინინგი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ტრეინინგი განკუთვნილია როგორც ფიზიკური პირებისათვის/მცირე მეწარმეებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის.

„ბიზნეს სექტორისთვის ჩატარდება ორი დამოუკიდებელი სესია. მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სფეროში არსებულ სიახლეების, ასევე მეწარმეთა მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის გარდა, დასვან სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი.

ტრეინინგს სავაჭრო პალატის მიერ მოწვეული საგადასახადო ექსპერტი ლაშა კობერიძე გაუძღვება, რომელიც ასევე არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. იგი 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის გუნდის წევრია და აქტიურად არის ჩართული საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სავაჭრო პალატა ტრეინინგების ჩატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს