კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სეულში სკოლები და ბაღები დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სეულში სკოლები და ბაღები დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სეულში სკოლებისა და ბაღების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სამხრეთ კორეის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის სკოლებში 11 სექტემბრამდე დისტანციური სწავლა გაგრძელდება. აღსანიშნავია რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში სეულში კორონავირუსით 200-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დაინფიცირდა.

ცნობისათვის, მაისიდან, „კოვიდ 19“-ის შემთხვევების შემცირების შემდეგ, სამხრეთ კორეაში სკოლები და ბაღები ეტაპობრივად გაიხსნა. პანდემიის დაწყების დროიდან სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 18 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაცვლილია 310 ადამიანი.