რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ აფრთხილებს

რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ აფრთხილებს - ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 25 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანს შეხვდა.

„ბელარუსში ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლის დროს, რუსეთის მხრიდან აქცენტი გაკეთდა, რომ დაუშვებელია მინსკზე სანქციებითა და პოლიტიკით წნეხის განხორციელების მცდელობა, რაც ქვეყანაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემით დიალოგის დამყარების პროცესს ხელს შეუშლის. რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს აფრთხილებს ბელარუსის შიდა საქმეებში ნებისმიერი ფორმით ჩარევის შესახებ, მათ შორის ამჟამად რამდენიმე დედაქალაქში გაჟღერებული ანტისამთავრობო დემონსტრაციებისკენ ღია მოწოდებების შესახებ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ აფრთხილებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა