ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული კაცი დაჭრეს. ბრალდებული დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.