მეზობლების ინფორმაციით, ოზურგეთში 70 წელს გადაცილებული კაცი იმის გამო დაჭრეს, რომ მისი „ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“

მეზობლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 70 წელს გადაცილებული კაცის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ მოხუცის „ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“, რის შედეგადაც 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა, 67 წლის ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფით დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

ვაჟა ლომჯარია ცხელ კვალზე დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია