შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერებთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები, ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში გათვალისწინების მიზნით.

„ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქშიც გაემგზავრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვები გააცნო და დაინტერესდა ამ თვალსაზრისით მათი ხედვებითა და მოსაზრებებით.

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მისი ამ რანგში საქმიანობის საწყის ეტაპზევე დაიწყო და გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან უშუალო გარემოში გამართულ სამუშაო, გაცნობით შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც უკვე დაწყებულია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალისხმევას არ დაიშურებს“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა