11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის გარდაცვალების გამო მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის გარდაცვალების გამო მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ 4 წლიანი პატიმრობა ამ დანაშაულისთვის არაფერია. როზა ბოგვერაძე სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შესაძლოა, პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ იყო შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. როზა ბოგვერაძის განცხადებით, გუშინ ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს და მან სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს, დღეს კი სასამართლო სხდომა დაინიშნება.