ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ე.წ. სვანეთის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ე.წ. სვანეთის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები ე.წ. სვანეთის კლასტერიდან არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათ კვლევები უტარდებათ.

კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.