კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ერთი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის ე.წ. ჰავანას კონტაქტია, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 776 პირს ჩაუტარდა. "ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 29 პაციენტი. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა", - აცხადებენ უწყებაში.