თელავში ,,რთველი 2020“-ის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა სოფლებში მერის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, მათ დეტალურად განიხილეს ,,რთველი 2020“-ის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად იქნება ჩართული საორგანიზაციო საკითხებში, რათა რთველმა წარმატებულად, შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.

,,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, ვიმსჯელეთ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ კოორდინაციაში იქნება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა რთველი წარმატებულად,ორგანიზებულად ჩავატაროთ, შეფერხებების და ქარხნებთან რიგების გარეშე“,- აღნიშნა მერმა.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი კი გასული წლის მსგავსად თელავშია განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა