შალვა კერესელიძე დღეს მცხეთის მოსახლეობას შეხვდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია შალვა კერესელიძემ ციხისძირის, ქსანის, ნატახტარის და ზედა წეროვნის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შალვა კერესელიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეიდან ქალაქ მცხეთის მოსახლეობის პრობლემების გაცნობას იწყებს.

კერესელიძის განცხადებით, სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების ბიუჯეტში წყლის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა პრიორიტეტულ საკითხებს შორის პირველ ადგილზეა.

„ათობით სოფლის ასობით მოქალაქესთან შეხვედრის დროს ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სოფელში მცხოვრებლებს აწუხებთ. მე მათ დავპირდი, რომ ჩემი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემებს ეტაპობრივად მოვაგვარებ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის მოსახლეობისთვის მიწოდებაა. ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომდევნო წლების ბიუჯეტების პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში წყლის პრობლემის მოგვარება პირველ ადგილზეა“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს