სერგო რატიანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას შეხვდა

სერგო რატიანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას შეხვდა

31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების დღე, არის იმედი, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვლება“, - ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის მოსახლეობასთან შეხვედრისას და ადგილობრივების პრობლემების მოსმენისას განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ისე დასავლეთ საქართველოს სხვა სოფლებში უამრავი პრობლემაა, მათ შორის, საგულისხმოა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობა მიატოვა, საპარლამენტო არჩევნები კი ცვლილებების იმედია.

„ამ სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ ინფრასტრუქტურული პრობლემები. არის გზისა და წყლის პრობლემა. წინა არჩევნების დროს, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაპირდა, რომ აქ იქნებოდა წყალი, გააკეთეს მილები, თუმცა მილებში წყალი არ არის. მოსახლეობას მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, თუმცა ხელისუფლებას მიგდებული ჰყავს უპატრონოდ ხალხი და არ აქცევს ყურადღებას. 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების დღე, არის იმედი, რომ ამ ადამიანების ცხოვრება შეიცვლება.“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.