თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. ის პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, დანაშაული მას არ ჩაუდენია და „ცამდე მართალია“.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით.

პროკურორის დავით შვანგირაძის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და განიხილება ყველა ვერსია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა