რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში - აფხაზეთის აღიარების პროცესი ცალსახად გაგრძელდება

რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსეი დვინიანი ირწმუნება, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ მან „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საიდუმლო არ არის, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს მცირე ქვეყნებს ხელი შეუშალოს დასავლეთის ქვეყნების გავლენით, რომლებიც საქართველოს მფარველობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ დავუშვათ სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ აღიარების პროცესი გრძელდება. ისე, რომ საგარეო პოლიტიკური საიდუმლოებების გაუმჟღავნებლად, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთს შორის არსებობს, შემიძლია ვთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით სრულიად განსაზღვრული გეგმები გვაქვს. პროცესი ცალსახად გაგრძელდება, რადგან ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ვიღაცას თბილისში“, - განაცხადა დვინიანინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა