თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საქართველოში ჩამოსვლის საკითხში ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

მისი თქმით, ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ და ხელისუფლებას და საელჩოს დახმარებას თხოვენ.

„ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ“, - განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

მან ასევე ისაუბრა მამისთვის პატიმრობის შეფარდებაზე და განაცხადა, რომ არ სჯერათ მამის მიერ შვილის ცემის და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მან დაადასტურა, რომ ბავშვი პატრულის ნომერს ითხოვდა, თუმცა ის არა მამის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოებისთვის უნდოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა