traveler.ge-ს დამფუძნებლის განცხადებით, ტრაგედიამდე გიდს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ „ყველაფერი რიგზე იყო“ და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ

ტურისტული კომპანია traveler.ge-ს დამფუძნებლის, შალვა ბოლოთაშვილის განცხადებით, ის ტრაგედიამდე გიდს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ „ყველაფერი რიგზე იყო“ და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ.

როგორც ბოლოთაშვილმა საგურამოს პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ზარის განხორციელებას საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ.

„4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნამდვილად ფიქსირდება ჩემი ტელეფონიდან დანარეკი. შესაბამისად, თავადაც ადასტურებენ საგამოძიებო უწყებები, რომ ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ეს დადასტურებული ფაქტია“,-განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც იკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს