ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება. დაწესებულებას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპიის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმურად მიმდინარეობს.

"კოვიდინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს ერთი მხრივ კოვიდის ეფექტიანად მართვა და ასევე გრძელვადიანად შეძლოს შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა