რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინას ქვეყანა სექტემბერში დაარეგისტრირებს

რუსეთი სექტემბრის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინის დასარეგისტრირებლად ემზადება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ მთავრობის ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, ციმბირში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის „ვექტორის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური ცდების ადრეული ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, 11 აგვისტოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V” ოფიციალურად დაამტკიცა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაზე კლინიკური ცდები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა