სერგი კაპანაძე - „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს დიდი შეცდომაა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟრიტარულ ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენება მცდარი გადაწყვეტილებაა. როგორც კაპანაძე ამბობს, ეს დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში, ეს ცუდად იმოქმედებს როგორც „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ისე, ზოგადად, ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ახლა ეს შეთანხმება გადახედილია, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა. ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი კი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა