ახმეტაში სოფლების - ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახმეტაში სოფლების - ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლების - ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებული აპარატიდან აცნობეს. მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, სოფელ ზემო ხალაწანში იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილზე გაეცნო. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სოფლების - ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

„აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეა, რადგან წლების განმავლობაში, მოუწესრიგებელი გზა პრობლემებს ქმნიდა“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.