გიორგი გახარია - ბუდაპეშტში რეისი შესრულდება, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ევროპაში შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ

დადგინდა ახალი მიმართულება ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება. მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება.

„სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ჩვენი ბევრი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით, 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და დადგინდა ახალი მიმართულება ბუდაპეშტში, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში.

ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და რა თქმა უნდა, აქ ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია