ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს

“ევროპული საქართველოს” ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში პარტიის წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, პოლიციის გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის მანდატის ზრდა, პროკურატურის რეფორმა და სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება განზრახ მკვლელობის მუხლებთან დაკავშირებით - იმ რეფორმათა ნაწილია, რომლის გატარებასაც “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, “როგორ უნდა გადატყდეს მართლმსაჯულების საბჭოთა სისტემა”.

“ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს კონკრეტულად რას ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. უნდა გვესმოდეს, რომ ამას აქვს სისტემური მიზეზები. ამდენი წლის წახალისება - იქნება ეს ფარცხალაძე, აბაზოვი თუ სხვა - პირდაპირ “ოცნების” ძალადობის უფლებამინიჭებული წარმომადგენლები, ეს თესავს, რა თქმა უნდა, დიდ განცდას ძალადობის. მეორე, მათი დაუსჯელობა და მესამე - პოლიციის მხრიდან არა ამ საქმეების გამოძიება, არამედ, ადამიანებზე ძალადობა. ეს არის ის სისტემური პრობლემები, რომლის გადალახვის გარეშე შეუძლებელია მოქალაქეს დაცული ადამიანების განცდა დავუბრუნოთ. ამიტომ წარმოვადგენთ მკაფიო, კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გადატყდეს მართლმსაჯულების საბჭოთა სისტემა, რაც არის თავი და თავი ადამიანების დაუცველობის და სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობის”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა