გიგა ბოკერია ფოთის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქრთველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში გიგა ბოკერია ფოთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთში მცხოვრები ადამიანების პრობლემები მოისმინა. გიგა ბოკერიამ უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს, როგორი იქნება ფოთი, რა პრობლემები აქვს მას დღეს და როგორ შეიძლება, რომ ქალაქს დაუბრუნდეს სოცოცხლე.

გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც. ბოკერიას თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, ფოთს და მის პრობლემებს საკმარისი ყურადღება არ მიექცა და საერთაშორისო მნიშვნელობის პორტის მიუხედავად, ფოთს დღესაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც საკმარისი ყურადღების შემთხვევაში, შესაძლებელია.

მისივე განცხადებით, შესაძლებელია ბიუროკრატიული ხარჯების ორი მილიარდით შემცირება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს გაჭირვებულებს და გააორმაგოს პენსია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა