თელავის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გრემელაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა, მოსამართლე თამარ კაპანაძემ განიხილა.

პროცესზე, გრემელაშვილის უფლებადამცველმა, ზურაბ ბელთაძემ გრემელაშვილის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.

სხდომას თავდაპირველად ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდა და დარბაზიდან გაიყვანეს.

სახელმწიფო ბრალდება გრემელაშვილს ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ის ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს. გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა