სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ყოფილი და მოქმედი  კიდევ 4 თანამშრომლის უფლებების დარღვევა დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან - რეპორტიორის თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის, სოფიო ჟღენტის და საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის ყოფილი წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის (შესასრულებელი სამუშაოს სახე) შეცვლის შედეგად, ადგილი ჰქონდა მათი შრომითი უფლებების დარღვევას, ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მალხაზ რეხვიაშვილისა და თეონა თურმანიძის უფლებების დარღვევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებებში ჩარევის დროს, ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა; მომავალში, ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს აღნიშნული პროცედურების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და იმ დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფა, რომელთა უფლება-მოვალეობებზეც მსგავსი გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას; ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქუთაისში და უზრუნველყოს იგი სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ნინო ლომჯარია აქტიურად ადევნებს თვალს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს. კერძოდ, 2020 წლის 24 აპრილს, სახალხო დამცველმა მაუწყებლის დირექტორის მხრიდან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების დარღვევის დადგინა.

„2020 წლის 10 ივნისს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მიმდინარე წლის აპრილის თვეში დამტკიცებულ ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესებთან დაკავშირებით, რომლის ცალკეულმა დებულებებმა მაუწყებელში დასაქმებულ პირთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობა შექმნა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბოლოს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ რეკომენდაცია

იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს