„საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28; 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, თბილისიდან მატარებელი 10:30 საათზე გავა, რომელიც ბათუმში 15:30-ზე იქნება, ხოლო ბათუმიდან 19:05 საათზე გამოვა და თბილისში კი 00:10-ზე იქნება.

კომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

იხილეთ ვიდეო:"საქართველოს რკინიგზა" თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს